|
2021-08-26 18:56:49, 429 ნახვა
პოლიტიკა
თორნიკე ჯანაშია - მზად ვარ, მერის რანგში განვაგრძო მარტვილის მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა
ჩემი მიზანია მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევა. ჩემს დაპირებებს ზურგს უმაგრებს სწორი სტრატეგია და რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი სჭირდება, საქმით ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს - განაცხადა „ქართული ოცნების" მარტვილის მერობის კანდიდატმა თორნიკე ჯანაშიამ წარდგენაზე. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა „ქართულ ოცნებას" გამოცხადებული ნდობისთვის. „ნამდვილად ამაღელვებელია, როდესაც აცნობიერებ, რომ გუნდმა სწორედ შენ განდო მშობლიური მხარის, კარგად ნაცნობი ადამიანების მომავალზე ზრუნვა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მარტვილი ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონული ცენტრი იყო თავისი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით, ულამაზესი ბუნებითა და ერთგული, პატრიოტი ხალხით, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი ერთმანეთზე, საქართველოსა და მშობლიურ მხარეზე ზრუნვა იყო. 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდი, საკუთარი თვალით ვხედავ, რომ განვლილი წლების განმავლობაში მართლაც კოლოსალური საქმე გაკეთდა, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მოსახლეობა ჯერ კიდევ არაერთი პრობლემის წინაშე დგას, თუმცა, ზუსტად ვიცი, თუ როგორ უნდა აღმოვფხვრათ ისინი. მეტიც, ჩემი მიზანი არათუ აღნიშნული პრობლემების გადაჭრა, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა, აქ არსებული ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისება, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა, ჩვენი მხარის კიდევ უფრო გალამაზება და გამწვანება, საბოლოოდ კი, ქვეყნის მასშტაბით გამორჩეულ რაიონად ქცევაა. გარწმუნებთ, ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ჩემს დაპირებებს ზურგს უმაგრებს სწორი სტრატეგია და რეალისტური გეგმა, რომლის განხორციელებასაც პროფესიონალიზმი, ეფექტიანი მუშაობა და რაც მთავარია, საქმის კეთების სურვილი სჭირდება და სწორედაც რომ საქმით ვადასტურებთ, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ყველაზე უკეთ თქვენ ხედავთ, სად არის სიმართლე. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ თქვენს მხარდაჭერასა და გამარჯვებაში. მზად ვარ ამჯერად უკვე მერის რანგში განვაგრძო ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და წინსვლაზე ზრუნვა, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თქვენთან აქტიური კომუნიკაციის გარეშე. ღრმად მწამს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ერთი მხრივ - მე და ჩემი გუნდი, მეორე მხრივ კი მარტვილის მოსახლეობა, ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს ვუჩვენებთ მთელ საქართველოს, რაც, პირველ რიგში, სწორედ საერთო კეთილდღეობის ხარისხის ზრდაზე აისახება. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, დავით ბარამია, შალვა ბახია, იპოლიტე დანელია, გოგი ბასილაია, გიორგი გაბუნია, მინდია გაბისონია, ჯამბულ ხუროძე, რამაზ ხურცილავა, ავქსენტ აბაკელია, ირაკლი დიხამინჯია, კახაბერ ჯგერენაია, ჯამლეტ ბეჭვაია" - განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)