|
2021-08-26 17:16:34, 358 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია
მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის დღეს იმყოფებოდა ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერიამ, სპეციალისტების დახმარებით, მეწყრული პროცესის შეჩერება შეძლო. „მაჭავარიანის ქუჩა გახსნილია. სამუშაოები დამთავრებულია და საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯერ დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სანამ ფერდზე დარჩენილი სამუშაოები მიმდინარეობს, ეს გზა იქნება ამ მდგომარეობაში. როდესაც სამუშაოები დასრულდება და მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება, დაიგება ასფალტის ზედა ფენაც. იქამდე კი ორმხრივი მოძრაობა აღდგენილია. ფერდი, სადაც ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა და ახლაც მიმდინარეობს, უსაფრთხოა და ამ გზაზე გადაადგილება შესაძლებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ და გერმანიიდან მოწვეულ სპეციალისტებს, რომლებმაც ერთობლივად იმუშავეს მეწყრული პროცესის შესაჩერებლად და პრევენციული ღონისძიებების დასაგეგმად.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)