|
2021-08-26 16:14:12, 785 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე
გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდის წევრები მიზანმიმართულათ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ის ივანიშვილის პრექტია, რაც, ღარიბაშვილის თქმით, სრული სიცრუეა. "მიზანმიმართულად გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც არის სრული სიცრუე. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ, გაავრცელა მეორე ვერსია, რომ თითქოს, შესაძლო კოალიციაში, პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კაცი, რომელიც ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში ლახვარს ჩაარტყამს კრიზისულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით, თავად ანგრევს ნდობას, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, უფრო მეტიც, გახარია არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)