|
2021-08-26 15:23:50, 749 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ცინიზმია, როცა „იმედი“, სიძულვილის ენის საბაბს იყენებს ოპოზიციური ვიდეო-რგოლის დასაბლოკად
იმედის გადაწყვეტილება არის კანონის უხეში დარღვევა, კანონი ავალდებულებს ყველა ტელევიზიას პოლიტიკური ცენზურის გარეშე გაუშვან ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამა.". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია იმედის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის "სიძულვილის ენის" მიზეზით დაბლოკვის ფაქტს. როგორც ბოკერია აღნიშნავს:ცინიზმია, როცა იმედი – ოცნების პროპაგანდის ორგანო, სიძულვილის ენის საბაბს იყენებს კრიტიკული, ოპოზიციური ვიდეო-რგოლის დასაბლოკად. "რა თქმა უნდა, ცინიზმია, როცა ქართული ოცნების პროპაგანდის ორგანო, ტელეკომპანია იმედი, საერთოდ იყენებს სიძულვილის ენის საბაბს პოლიტიკური კრიტიკის ჩასახშობად. ეს არის ტელეკომპანია, რომელიც თავის ეთერში რუტინულად უშვებდა ივანიშვილის რეჟიმის არა მარტო ძალიან აგრესიულ, ნეგატიურ კლიპებს, არამედ სარედაქციო კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიური და სხვა შუღლის გაღვივებით იყო სავსე. ჩვენ გვახსოვს თავის დროზე სისხლის მდინარეები, რომელიც კადრში იყო გადაცემის სარედაქციო ფონად. შემდეგ თვითონაც თქვეს, შეიძლება, ზედმეტი მოგვივიდაო. ჩვენ გვახსოვს ბოლო საარჩევნო კამპანიის დროს ბინძური ცილისწამების კამპანია, რომელიც იყო ორგანიზებული ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წინააღმდეგ, დავითგარეჯთან დაკავშირებით - სავსე ტყუილებით და ქვეყნის ღალატის ცილისმწამებლური ბრალდებით, კონკრეტული ფაქტების მოგონებით. მათი სარედაქციო პროპაგანდა იყო "გარეჯი საქართველოა". დღეს ეს ტელეკომპანია პოლიტიკურ თუნდაც მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კრიტიკას ბლოკავს'. - ამბობს გიგა ბოკერია.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)