|
2021-08-26 10:25:51, 364 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ქვრივიშვილი - „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისების დამატება განვიხილეთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქართული მხარის მოწვევით ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. აღინიშნა, რომ კომპანია მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია „ვიზეარის" ტოპ მენეჯმენტი საქართველოში ქართული მხარის მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. „გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ „ვიზეარის" ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)