|
2021-08-25 21:33:57, 553 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, ჩვენ დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში
„ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ ძალუძს მშვიდობიანად და რაც მთავარია, დემოკრატიულად ჩვენი ქვეყნის მართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნების" ხელწერა წინა ხელისუფლებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. „ყველაზე ადვილი, რა თქმა უნდა, დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმების ძალით შენარჩუნება და მასების მართვაა, მაგრამ ეს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. ეს არის დროებითი განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. ჩვენი ხელისუფლების ხელწერა აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ მოვუტანეთ გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანას და განვითარება, განვითარება და განვითარება უნდა იყოს ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი. ამისთვის, ამ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვინაიდან ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად და დამაჯერებლად ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და შანსი, მომდევნო 3 წლის განმავლობაში მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას, იმ საქმეების გაკეთებას, რომელზეც გესაუბრეთ. ხალხი მართლაც დაიღალა ამდენი არჩევნებით, უწყვეტი კამპანიებით, რომელიც არაფრისმომცემია და აბსოლუტურად არ არის გათვლილი შედეგზე. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ამ არჩევნების მნიშვნელობა - აუცილებელია ძლიერად გამარჯვება ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენ მშვიდობიანად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)