|
2021-08-25 13:47:38, 505 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხზე და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ გვაინტერესებს ერთის მხრივ მშვიდობა და სტაბილურობა და კეთილდღეობა და განვითარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სვანეთის უნიკალურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს კუთხე ხალხით გამოირჩევა. „განსაკუთრებით მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს, ამ ულამაზესი კუთხის შვილებს, ყველას მოგესალმებით, ჩვენო ძვირფასო სვანებო! ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა. როცა ამ სილამაზეს უყურებ, ერთადერთი განცდა გაქვს - ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რაოდენ საამაყოა, იყო ქართველი და ამავდროულად, გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ უნდა ვუპატრონოთ ყველა კუთხეს და მუნიციპალიტეტს. სვანეთი გამოირჩევა მართლაც არა მხოლოდ უნიკალური სილამაზით, ბუმბერაზი მთებით, პირველ რიგში სწორედ ხალხით გამოირჩევა ჩვენი ეს ულამაზესი კუთხე. სვანები გამოირჩევიან საკუთარი უნიკალურობით, სიმამაცით. თქვენ ხართ ბუმბერაზი ხალხი. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ მიჩნდება ასოციაცია, ვუყურებ რა უზარმაზარ მთებს და კლდეებს, ასეთი ხალხია სწორედ ამ კუთხის შვილები, ჩვენი სვანები. პირველ რიგში, ყველას მადლობას გიხდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერისთვის, სწორედ თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული გამარჯვება. მოვდიოდით რა ამ კუთხეში, მე გამახსენდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, ჩვენი დამფუძნებლის სტუმრობა სვანეთში. გახსოვთ, მაშინ როგორი სპექტაკლის დადგმა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების მავნებელმა პოლიტიკოსებმა. მაშინ თქვენ ღირსეული პასუხი გაეცით იმ პროვოკაციას. ამ ღირსებისა და ვაჟკაცობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით! ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)