|
2021-08-24 14:25:54, 782 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა – „ოცნების“ გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი, ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა
„ოცნების“ გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი, ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. როგორც უგულავა აღნიშნავს, კოვიდის მართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.„ყველა მონაცემით, „ოცნების“ შეთითხნილი კვლევების გარდა, „ოცნება“ აგებს რეფერენდუმს. პირველ ტურში აგებს, მეორე ტურია უმრავლეს ქალაქში და მაჟორიტარულ ოლქებში. ესაა სიმართლე. კოვიდის მართვა/ვერმართვა, არჩევნების ჩატარება/გადადება მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასეა ყველა ქვეყანაში. ხელისუფლებას არ ადარდებს ათასობით გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ასევე, ცხადია, რომ აშკარა კონფლიქტია ეპიდემიოლოგებსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. „ოცნების“ გეგმაა, რაც უფრო შეშინდება ხალხი, ნაკლებად მოვა არჩევნებზე, გააყალბოს და მერე ჩაკეტოს ქვეყანა. ოღონდ მანამდე ათასობით ადამიანი მოკვდება. ეს ცივსისხლიანი მკვლელების გეგმაა. დიახ, ღარიბაშვილი სწორედ ასეთია. ახლა კითხვა გვაქვს „მუშკეტერებად“ წოდებულ ბატონებთან. გვითხარით დეტალური სიმართლე. წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნები 2 ოქტომბრამდე და მეორე ტურით ოქტომბრის ბოლომდე რა გავლენას მოახდენს ეპიდ სურათზე? სად ვიქნებით არჩევნების დასრულებისას? რა არის ახლა სწრაფი გამოსავალი იმისთვის, რომ არ ჩამოიქცეს ჯანდაცვის სისტემა და შეუქცევად კატასტროფაში არ აღმოვჩნდეთ? ბატონო ამირან, თენგიზ და პაატა თქვენი ადამიანური და პროფესიული ვალია, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე გვითხრათ და პასუხი გაგვცეთ ამ კითხვებზე. საუბარი იმაზე, რომ პირბადე და აცრაა გამოსავალი, აუცილებელია, მაგრამ ფაქტია არ კმარა. გვითხარით სიმართლე საზოგადოებას და შემდეგ პარტიებმა თავად გადაწყვიტონ რა გზას აირჩევენ და ხალხიც თავად გადაწყვეტს ვის დაუჭიროს მხარი. გადაწყვეტს როგორც კავკასიურ ცარცის წრეში - ვინც ხელს არ მოსტეხს შვილს, ის იქნება პასუხისმგებლიანი და პირიქით, ვინც ბავშვს მიისაკუთრებს ის სინამდვილეში იქნება მკვლელი. სამწუხაროდ, ეს სიტყვა როგორც არასდროს არაა მეტაფორა. დიახ, მკვლელია ვინც კლავს და ვისი სიხარბის გამოც ადამიანები იღუპებიან. ეპიდემიოლოგებო, ღვთის გულისთვის, გვითხარით სიმართლე ხალხს და არა მთავრობას დახურულ კაბინეტებში. იქნებ ჟურნალისტებმაც კითხოთ მათ, როცა საშუალება გექნებათ“ , - წერს უგულავა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)