|
2021-08-23 14:55:23, 480 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – რაც არ უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ
უსაფრთხოების სფეროში არსებული რისკების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა განაგრძობენ სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. „ჩვენ განზრახული გვაქვს უფრო ფართო, პროაქტიული ხედვა შევიმუშაოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენი ხალხის წინაშე და ამ გზას მყარად ვადგავართ. პარალელურად, დემოკრატიული რეფორმების ცალსახა კონსოლიდაციისკენ მივდივართ, მდგრადი ეკონომიკური განვითარებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებით. რაც არ უნდა ეცადონ ოპონენტები ჩვენი განვითარების შეფერხებას, ჩვენ უფრო მეტად შევუტევთ. ისტორიას მრავალი გამოცდა ახსოვს, მაგრამ გამოწვევას არასოდეს გავუტეხივართ. ამ ფონზე ვიმედოვნებთ, რომ ყირიმის პლატფორმა მნიშვნელოვან ტრიბუნად იქცევა, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მხარს დაუჭერენ და ხანგრძლივი ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების წინააღმდეგ. და ბოლოს, ერთობლივი ძალისხმევით და სტრატეგიული მიდგომით, ჩვენ შევძლებთ შავი ზღვის რეგიონის შესაძლებლობების რეგიონად გარდაქმნას, სადაც ეკონომიკა აყვავდება და ხალხი კეთილდღეობას იგრძნობს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)