|
2021-08-22 18:18:47, 1014 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექცია: შეზღუდვების დარღვევის გამო 24 საათში 3, ერთ კვირაში კი 18 ობიექტი დავლუქეთ
შრომის ინსპექციის ინფორმაციით, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო წუხელ მათ ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების გამო რესტორანი სანსეტ ბათუმი დალუქეს. "ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო, შრომის ინსპექციამ ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება მიიღო". – ნათქვამია ინსპექციის განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შრომის ინსპექციის მიერ ეს მესამე დალუქული ობიექტია. ჯამში, ერთ კვირაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 18 ობიექტი დაილუქა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე, იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. ამასთან, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 23:00 საათამდე.
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)