|
2021-08-22 13:58:47, 604 ნახვა
პოლიტიკა
დენის შმიგალი - მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის
უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს, ყირიმის არ აღაირებისთვის და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. განცხადება დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შესაძლებლობას მოგცემს ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. გვქონდა საშუალება განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხობა, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა და ა.შ. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის და ასევე, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადმიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტიური პოზიციისთვის. რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახალ არის ძალიან ძვირფასი და ღირებული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა ყირიმის პლატფორმის სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე აფხაზეთის რეგიონის, ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისთვის“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)