17:32 - 30 Jul, 2026
|
2021-08-20 13:19:00, 678 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ბასილაიამ ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის მიხედვით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. განახლდება შადრევანი, რომელსაც სრულიად ახალი დიზაინი ექნება. ასევე, მოეწყობა ჭადრაკის სივრცე, LED განათების ქსელი და ძველი ინვენტარი თანამედროვე ინფრასტრუქტურით შეიცვლება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება. აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 935 083 ლარია გამოყოფილი.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)