07:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-19 11:12:05, 660 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, პოლონეთში აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და  კონტრაქტორი კომპანიის „მალინოვა“  ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაციები კრაკოვსა და კატოვიცეში გაიმართა. პოლონეთის აღნიშნულ ქალაქებში წარმოდგენილი იყო კლასიკური მეთოდით და  ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოები, მათ შორის, ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომლებიც  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ახლა იმკვიდრებენ ადგილს პოლონეთის ღვინის ბაზარზე. 

დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალები, რესტორატორები, სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ და მას გამომცემლობის ,,Vinisfera“ ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა.

პოლონეთი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ექსპორტის რაოდენობა  3,3 მლნ ბოთლს შეადგენს, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერდიოდთან შედარებით 28%-ია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics