12:24 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-18 15:10:14, 684 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ტაკიძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება

,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს  ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება" - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების'' შუახევის მერობის კანდიდატმა ომარ ტაკიძემ წარდგენისას განაცხადა.

მერობის კანდიდატის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკის  ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს  ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენს  წინაშე დგომა.  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო   „ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც  2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მერობის კანდიდატად წარმადგინა.  2017 წლიდან სრულად  ვარ ჩართული  ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში   და კარგად ვიცი, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს.  მზად ვარ  როგორც მერობის კანდიდატი, დავიხარჯო ბოლომდე  ჩემს გუნდთან ერთად,  რომ ის გამოწვევები, ის საკითხები,  რომელიც თითოეულ შუახეველს,  თითოეულ სოფელში აწუხებს,  ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე. მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, თანამოაზრეებს, ჩემს  გუნდს. მჯერა, ერთად დგომით,  ყველაფერს შევძლებთ. მჯერა, მხარს დაგვიჭერთ და შუახევის უკეთესი  მომავლისთვის ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ" - განაცხადა ომარ ტაკიძემ.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა.

მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: როსტომ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, მალხაზ ტაკიძე, ემზარ აბაშიძე, ზაზა დავითაძე, მურად ქათამაძე,  გიორგი კეკელიძე.

პროპორციული სიის პირველი ათეულში არიან: გიორგი დავითაძე, ედუარდ გოგრაჭაძე, ფატი ჭაღალიძე, ედნარ კეჟერაძე, თენგიზ ივანაძე, მელანო ებრალიძე, ვახტანგ ფუტკარაძე, დავით დავითაძე, ნაზი ქამადაძე,  სულიკო ბოლქვაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics