|
2021-08-18 13:30:51, 549 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე, მოქალაქეების თავისუფლება
„ქართულმა ოცნებამ" მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პირობები, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა, ქვეყნის განვითარების საფუძველია. „მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენ, იმ მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ბოლო წლებია ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. სწორდ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ბოლო შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად, დამაჯერებლად და ჩვენ ახლა, მერვე არჩევნებშიც ღირსეულად გავიმარჯვებთ. ძალიან მოკლედ მინდა მოგიყვეთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რაც გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა ასევე გესაუბროთ მომავალ გეგმებზე, რის გაკეთებას ვგეგმავთ. ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა. ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დიდი თანხები იქნა ჩადებული მთავრობის მხრიდან და ამან კონკრეტული შედეგები გამოიღო ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობა ახლა მუშაობს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, შემუშავებული გვაქვს დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სექტორს და ყველა სფეროს, ვიცით, როგორ განვავითაროთ რეგიონები. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. „ქართულმა ოცნებამ" მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ეს პირობები არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ და აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და რესურსი, რომელიც მობილიზებულია მთავრობის მხრიდან, იქნება ეს პროგრამა, როგორიც არის იაფი აგრო კრედიტი, „აწარმოე საქართველოში", დანერგე მომავალი და ა.შ. ყველა ის პროგრამა, რომელიც მუშაობს ჩვენი რეგიონების გასავითარებლად და ასაღორძინებლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)