21:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 10:58:51, 769 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. 

უწყების ცნობით, ჟინვალის წყალსაცავში, მოქალაქე  მოტორიანი ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას და  90- მეტრიანი სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით 2,5 კგ. ვიმბის სახეობის თევზი ჰქონდა მოპოვებული. 

მათივე ინფორმაციით, 2 სამართალდარღვევ,  აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  კასპის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. მოქალაქეები გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ თევზჭერას და 2,5 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული.    

უკანონოდ მოპოვებული თევზი, გასაბერი ნავები, აკუმულატორები და თევზჭერის უკანონო საშუალებები დაილუქა. 

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში  გადაიგზავნა.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics