13:39 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 12:49:57, 410 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კახეთში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით, ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს

კახეთში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით. ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ველისციხეში შეიქმნება ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი და აღნიშნულ პროექტზე 30 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება.

„მე მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდაზე და კრეატიულ ადამიანზე, რომელიც მართლაც გამორჩეული დეპუტატია ჩვენს პარლამენტში და ჩვენს გუნდში. კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი პროექტი მოიტანა და განახორციელა გურჯაანში. მან კონკრეტულ საქმედ აქცია თავისი იდეები. კულინარიული სკოლა, რომლის მშენებლობა დაიწყება 2022 წელს, ბასკეთთან, ყველაზე ცნობილ კულინარიულ სკოლასთან გააფორმა მემორანდუმი და ამის საფუძველზე მოხდება ახალი სკოლის დაფუძნება აქ, გურჯაანში. მინდა ბატონ დავით სონღულაშვილს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ იდეებისთვის, რომელიც განახორციელა გურჯაანში.

ველისციხის პროექტზე მინდა ასევე აღვნიშნო - აღნიშნული პროექტით ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაცოცხლებთ ამ რეგიონს. შეიქმნება ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული ტურისტული ადგილი. ველისციხეში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა და სამაგალითო ადგილი გახდება ველისციხე.

დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება გზების მიმართულებით. ახალი ავტობანის მშენებლობა გამოცხადებული გვაქვს. კახეთს სჭირდება ახალი გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს კახეთში საქართველოში ჩამოსული ყოველი მეორე ვიზიტორი მოდის კახეთში, ამიტომ, ტურისტებისთვის და არა მხოლოდ ტურისტებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის უნდა უზრუნველვყოთ კომფორტული გადაადგილება, გზები, ინფრასტრუქტურა და სასტუმროები დ არაც მთავარია, ჩვენ უნდ ვიზრუნოთ ხარისხის აწევაზე. ეს სტანდარტი და ეს თამასა უნდა ვწიოთ მაქსიმალურად როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ევროკავშირი გულისხმობს ხარისხს, ამიტომ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ ევროპული სტანდარტი და ხარისხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics