|
2021-08-13 14:37:23, 535 ნახვა
პოლიტიკა
კახა კუჭავა-ახალი მერის და საკრებულოს მთავარი საზრუნავი - უფრო ხშირი კომუნიკაცია ხალხთან
მნიშვნელოვანია, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიურად აქვს თითოეულ მოსახლეს. ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის და საკრებულოს მთავარი საზრუნავი - უფრო ხშირი კომუნიკაცია ხალხთან და უზრუნველყოფა იმისა, რომ მეტი ინკლუზიურობა იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის, ახალგაზრდობის მხრიდან.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ყვარელში, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა მისი თქმით, ყვარელს დიდი ტურიტული პოტენციალი აქვს, რადგან გამოიჩევა სტუმართმოყვარეობით და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. „ყვარელში თვალს მოგწყვეტს აქ გაშენებული ვენახები, თხილის პლანტაციები, ფერმები. ეს მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულად გამოირჩევა შატოების სილამაზით, ვენახების მოვლით, სიკოხტავით, რომელიც, თვალსაჩინო ევროპულ ქვეყნებს ახასიათებთ და მეტიც, ჩემი აზრით, ამ კუთხით კონკურენციას გავუწევდით ბევრ გამორჩეულ, ევროპულ ქვეყანას. როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ყაიდაზე, ევროპულ გზაზე, პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომლის მშობლიური ქალაქიც ყვარელია, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს ისტორიაში, რომელმაც თავის ნაშრომებში დაიწყო ჩვენი სახელმწიფოს ევროპული მომავლის ნარატივის გაჟღერება. ილია ჭავჭავაძემ შეძლო ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლება და ხედვის ჩამოყალიბება ჩვენი ქვეყნისთვის, თუ რისთვის უნდა ვიღწვოდეთ, სად უნდა მივდიოდეთ, და ეს დღეს კარგად ვიცით. პარლამენტში მივიღეთ მრავალპარტიული რეზოლუცია, ასევე კვლევებიც აჩვენებს, რომ ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს - ეს არის ერთადერთი და ისტორიული არჩევანი ჩვენი ხალხისა. ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია ტურიზმი და ყვარელი, როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმით ნამდვილად გამოირჩევა. სამოთხეა ზამთარშიც და ზაფხულშიც. ყველას შეუძლია, ჩამოვიდნენ და ისიამოვნონ არა მხოლოდ სილამაზით, რაც აქ გვხვდება, არამედ სტუმართმოყვარეობით, უმაღლესი ხარისხის სერვისით, პროდუქციით. ვიტყოდი, რომ ყვარელი ერთ-ერთი ის კუთხეა, სადაც ადამიანი ბუნებრივად არის შერწყმული ვაზთან. ეს არის მეღვინეობის კერა და ადგილი, რომელიც გამორჩეულია თავისი ცნობილი ბრენდებით, ღვინის კომპანიებით. ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენი მიღწევა გვაქვს და ეს მიღწევები ნამდვილად გვაქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიურად აქვს თითოეულ მოსახლეს. ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის და საკრებულოს მთავარი საზრუნავი - უფრო ხშირი კომუნიკაცია ხალხთან და უზრუნველყოფა იმისა, რომ მეტი ინკლუზიურობა იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის, ახალგაზრდობის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ აქ არის ძალიან ბევრი იდეა. ამ მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს და ამ პოტენციალის გამოყენებას შევძლებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით. წარმატება მერობის კანდიდატს და მის გუნდს. ხელისუფლება გააგრძელებს დაწყებულ კურსს, რომელმაც შედეგები უკვე გამოიღო.“-განაცხადა კახა კუჭავამ
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)