|
2021-08-13 14:30:45, 502 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით
მევენახეობის მიმართულებით 2012 წელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით - მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ივლის წინ, 10 წელიწადში საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ იქცევა. „ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ სოფლის მეურნეობაში ჩავდებთ ძალიან დიდ ინვესტიციებს, დაახლოებით 7 მილირდი ლარის ინვესტიციას, ჯამში, კერო სექტორთან ერთდ, 20მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი კერძო სექტორთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ თუ თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ვივლით წინ, 10 წელიწადში შეიძლება, ჩვენი ქვეყანა რეალურად გარდავქმნათ და ვაქციოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ს უნდა იყოს ჩვენი მთავრი საზრუნავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვაქვს გეგმები, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორ ავითვისოთ თითოეული გოჯი მიწა, რა კულტურები გავაშენოთ, როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, როგორ გავუშენოთ, როგორ ვასწავლოთ ამის მივლა-პატრონობა, შევქმნათ გადამამუშავებელი საწარმოები, პროფესიული სასწავლებლები ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ეს გეგმები გვაქვს და ამ მიზნებით მოვდივართ და მინდა ეს სათქმელი ჩამოვიტანო თქვენამდე. ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები - რეალური ინდუსტრიისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება მომდევნო წლების განმავლობაში. დაიხარჯება მილიარდი ლარი მომდევნო 3 წელიწადში, იმისათვის, რომ დაფინანსდეს ადგილობრივი წარმოება. მეტი ადგილობრივი წარმოება გვჭირდება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ ეტაპობრივად. ეს ჩვენი ვარაუდით, წარმოშობს 100 000 ახალ სამუშაო ადგილს. მანამდე „აწარმოე საქართველოს" პროგრამით დაფინანსებულია ასეულობით საწარმო. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. 50 000 ბენეფიციარი ყავს ჩვენს პროგრამებს. პროგრამას „აგროკრედიტი", იაფი სესხის პროგრამაა. „დანერგე მომავალი". 1700-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა განვითარდა ჩვენი დაფინანსებით. „დანერგე მომავლის" პროგრამის ხელშეწყობით გაშენდა 13 000 ჰექტარზე მეტი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვანი კულტურები. ვიმყოფებით რა კახეთში, უნდა შევახსენო მოსახლეობას, მევენახეობის მიმართულებით 2012 ელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით - მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე. 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 52 000 ტონა. მაშინ მეღვინეობის კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს. დღეს არის 300-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანია და იქმნება ძალიან დიდი დოვლათი. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სჯერა და ჩართულები არიან ამ პროგრამების ათვისებაში, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა. წეღან ბატონი ლევან დავითაშვილი ამბობდა - იაფ და გრძელვადიან ფულზე უნდა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ვაკეთებთ ჩვენ - მთავრობა, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად, ამიტომ, მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ თქვენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)