|
2021-08-13 12:26:37, 729 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს
საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გრძელდება. 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებია ზრდის დინამიკით ხასიათდება, ნათლად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს. „გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა 60-მდე ბიზნეს - მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი. „ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე," - განაცხადა ნათია თურნავამ. აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ივლისში პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებს. 2021 წლის ივლისის ექსპორტი 2019 წლის ივლისის ექსპორტს 66.9 მლნ. აშშ. დოლარით, 20.6%-ით აღემატება. 2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 27.8 პროცენტით და 2,275.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 19.3 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5,209.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 7.7%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)