|
2021-08-11 13:59:16, 623 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადმოეცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში ინახებოდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, წილკნის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიაში, უზბეკეთის მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს, შუხრატ აბდულაზიზოვს და უზბეკეთის დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს მეაბრეშუმეობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები და არსებული პროექტები გააცნო. უზბეკეთის მხარემ საქართველოს თუთის აბრეშუმხვევიას ის ხუთი ქართული ჯიში გადასცა, რომელიც გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან უზბეკეთში, თუთის აბრეშუმხვევიას ჯიშთა მსოფლიო კოლექციაში ინახებოდა. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევების წარმოების მიზნით, ქართულ მხარეს, დამატებით, თუთის აბრეშუმხვევიას ოთხი საკოლექციო და ოთხი უზბეკური ჯიში გადაეცა. მხარეებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მეაბრეშუმეობის სექტორის გაძლიერებას, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)