|
2021-08-09 14:26:41, 2199 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდსაწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება
კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. „აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. 15 აგვისტოდან „ფაიზერის“ მეორე დოზებზეც დაიწყება რეგისტრაცია . ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)