16:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-08 12:26:29, 799 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ამ თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული

ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ, შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია.

„ეს არის სირცხვილი, ამ თარიღებით სპეკულირება. ამაზე სპეკულირება არის სირცხვილი. ფაქტებზე და შედეგზე ისაუბრეთ. შედეგი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და აღიარებული რუსეთის მიერ. შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია.

თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის, თქვენი ლიდერის და თქვენი მფლობელისა და მაკონტროლებლის ხელისუფლება, ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა. ეს იყო დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია.

მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები, როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამაზე, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics