16:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-06 15:31:27, 922 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი რუსეთის განცხადებაზე - პირველ რიგში, საკუთარი ჯარები გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  ალექსანდრ ბიკანტოვის  გუშინდელ განცხადებას, გამოეხმაურა

დიპლომატის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა არაა,როდესაც რუსეთიდან მსგავს გზავნილებს ვისმენთ. თუ რუსეთს ნამვილად სურს დიალოგი, პირველ რიგში უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს(განცხადება) იქნება მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითი.

"ასეთი ტიპის გზავნილები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ თუმცა იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვათ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული კორიდორი. დიალოგისთვის და ასეთი მოლაპარაკებებისთვის არსებობს ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვა კეთილსინდისიერი ნაბიჯი იქნება ამ საკითხების მოსაგვარებლად", - განაცხადა კელი დეგნანმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამრთულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  ალექსანდრ ბიკანტოვის  განაცხადა, რომ  რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობები განაახლოს,  თუ ამისთვის ქართული მხარეც იქნება მზად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics