|
2021-08-05 13:53:14, 1263 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - ახლა ვართ პიკის ფაზაში, დაახლოებით 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების კლება
ახლა ვართ პიკის ფაზაში, დაახლოებით 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგე განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.3%-1.4%-ის ფარგლებში ნარჩუნდება. „ჩვენი სცენარი და პროგნოზი ემყარება ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ შეფასებებს. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, დაახლოებით 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3%-1.4%-ის ფარგლებში, ამდენად ეს არის ის მათემატიკა, რაც შემიძლია დღეს გაგიზიაროთ, პანდემიასთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)