22:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 11:51:23, 617 ნახვა

სამართალი
ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს.

ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე. მოქალაქეები, აკრძალული მეთოდით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით ახდენდნენ თევზჭერას.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში მოქალაქე თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა.

ელექტროშოკური აპარატის მეშვეობით ახორციელებდა თევზჭერას მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედაც. მას ასევე ჰქონდა ნავი და ჩოგან-ბადე. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics