|
2021-07-30 17:27:17, 672 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე გახარიასთან კოალიციაზე - არსებობს მაგალითები, მტერთანაც რიგდებიან, მოღალატესთან - გამორიცხულია
არსებობს პოლიტიკაში მაგალითები, მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მოღალატესთან, გამორიცხულია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვა, შეიძლება თუ არა მმართველმა გუნდმა ექს-პრემიერ გახარიასთან კოალიცია შექმნას. კობახიძის თქმით, როდესაც ადამიანი ღალატს ჩადის, მასთან გარიგებაში შესვლა, გამორიცხულია. „გახარიაზე გეტყვით პირდაპირ, არსებობს პოლიტიკაში მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან, აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში შეიძლება თუ ქვეყანას სჭირდება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა, დღეს მე მგონი მთელი საზოგადოება დარწმუნდა, თუ რა არის ჩვენი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ადამიანი, კაცი, ღალატს ჩადის, მასთან გარიგებაში შესვლა გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)