10:02 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 14:55:53, 929 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრს, ვაჰან ქერობიანს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე თანამშრომლობის და არსებული პოტენციალის ათვისების საკითხებზე ისაუბრეს. 

„ჩვენ ქვეყნებს წარმატებული პარტნიორული ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორია აქვთ. საინტერესო შეხვედრა გვქონდა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან. აღსანიშნავია, რომ სომხეთში ეკონომიკის სამინისტრო ფარავს სოფლის მეურნეობის სექტორსაც, შესაბამისად, საუბარი იყო იმაზეც, რომ ქართულმა და სომხურმა ბიზნესსექტორმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გამოვიყენოთ ახალ ბაზრებზე ქართული და სომხური კომპანიების წვდომის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა,  სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და მევენახეობისა და ღვინის წარმოების ფონდის დირექტორი ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics