|
2021-07-29 15:46:18, 13232 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა
„ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნების" გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანმების ანულირებასთან დაკავშირებით ,ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ნიშნავს. „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აღიარა. გააკეთა ცივილიზებული არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ. მკაფიოდ გახდა ცნობილი, რასთან გვაქვს საქმე. კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. უკვე დამარცხებული „ქართული ოცნების“ გაფორმება უნდა მოხდეს 2 ოქტომბერს. არავინ უნდა დაძრას სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებთანაა მიმართული. ესაა „ქართული ოცნების“ ოცნება, რომ ქართველმა ხალხმა ფარ-ხმალი დაყაროს და ხელი შეუწყოს „ქართულ ოცნებას“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების დანაშაულებრივ საქმეში. ეს არის ცხადზე უცხადესი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)