|
2021-07-29 14:07:03, 854 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ევროპარლამენტარების იმედგაცურება „ნაცონალური მოძრაობის“ პოლიტიკით არის გამოწვეული
მსურს შევუერთდე იმედგაცურებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, ეს გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ატარებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი ხელისშემშლელი „ნაციონალური მოძრაობაა". ,,მსურს, შევუერთდე იმედგაცრუებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებს დაეუფლათ, მაგრამ ეს იმედგაცრუება გამოწვეულია იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებდა, ატარებს და მომავალშიც აპირებს, რომ გაატაროს ნაციონალური მოძრაობა და მის გარშემო შეკრებილი რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი. მათი მიზანია სრული დესტრუქცია, დესტაბილიზაციის მცდელობა და რევოლუციურ სურათზე არათუ უარის თქმა, არამედ პარლამენტში შემოსვლით კიდევ იმ რესურსების მომრავლება, რასაც საბოტაჟი და ქვეყნის რყევის მცდელობა ჰქვია. ეს იმდენად თვალსაჩინო და ნათელია, რომ რასაკვირველია სხვა კომენტარი ვერ გვექნება. რეალურად, არ შეიძლება, იყო შეთანხმებაში, რომელსაც მხარს არ უჭერს შეთანხმების მთავარი მონაწილე და მთავარი საფრთხის შემქმნელი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებს გავუზიარებთ ათასგზის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)