|
2021-07-29 14:01:22, 778 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი განცხადებას ავრცელებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელება და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა. როგორც მიშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები გაგრძელდება. „ყურადღება გავამახვილე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხი სინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ გზას, ძლიერ დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მშენებლობას სთავაზობს. ასევე, ყურადღება გავამახვილე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს არ აწერს. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება რეფორმების განსახორციელებლად საუკეთესო გზაა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ხელს შეუწყობს კეთილდღეობის, სამუშაო ადგილების ზრდას და ყველაფერს, რაც საჭიროა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. სიღრმისეული საარჩევნო, სასამართლო რეფორმების გაგრძელებისა და თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ალტერნატივას ვერ ვხედავ. მოვუწოდებ ყველა პარტიას, პირველ რიგში დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას, დემოკრატიული ინსტიტუტების ფარგლებში. საქართველოში პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები იწყება. გუშინ შევხვდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა განმეხილა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები“, - ვკითხულობთ შარლ მიშელის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)