|
2021-07-29 12:11:32, 909 ნახვა
პოლიტიკა
ვიოლა ფონ კრამონი - „ნაცმოძრაობამ“ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესიც კი არ დაიწყო, რითიც „ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა
„ნაციონალურ მოძრაობას“ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის პროცესიც კი არ დაუწყია. მათ „ქართულ ოცნებას“ თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერში“ წერს, სადაც ის აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრ ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს. ,,მართალია. სამწუხაროდ, იგივე ითქმის უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიაზე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე'', რომელმაც 19 აპრილის ერთობლივი შეთანხმებაზე ხელის მოწერის მცდელობა არ ჰქონია. მათ,,ქართულ ოცნებას'' თავიანთი ხელმოწერის ანულირება გაუადვილეს . მართალია, რომ ამ გადაწყვეტილებებით საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო დაზარალდება''. - წერს ევროპარლამენტარი. ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს. ,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობისგან პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აინტერესებს - და არა მთელი ქვეყნის. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს.'' - აქვეყნებს რიში სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)