20:14 - 09 Aug, 2026
|
2021-07-29 10:03:54, 648 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - „ოცნების“ შეთანხმებიდან გასვლა პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და პრესსპიკერი ნედ პრაისი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „პარტია „ქართული ოცნების“ გასვლა 19 აპრილის შეთანხმებიდან ძირს უთხრის ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისებში დაბრუნების საფრთხეს ქმნის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ნედ პრაისი. შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)