|
2021-07-29 10:04:46, 712 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი სენატორები - საქართველოში დემოკრატიის მარცხმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სწრაფვას EU-სა და NATO-ში
ამერიკელი სენატორები „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილი შეთანხმების ანულირებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. როგორც სენატორების მიერ გავრცებეულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა და საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში. „შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ არჩეული პარტიებიდან ყველამ ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას ან არ შეასრულა შეთანხმება კეთილსინდისიერად. საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს დროს, უფრო გულდასაწყვეტი იყო ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა თავისი განზრახვა ცალმხრივად დატოვოს 19 აპრილის შეთანხმება. მმართველ პარტიას მნიშვნელოვან წილად ვალდებულია, გვერდით გადადოს პოლიტიკური უთანხმოება და განახორციელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს. როგორც შეერთებული შტატების სენატის კანონმდებლები, მოვუწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ ოქტომბერში, კანონის უზენაესობის განმტკიცების უცვლელი ერთგულებისკენ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საარჩევნო, სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერი განხორციელებისკენ. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხმა შესაძლოა, გამოიწვიოს დახმარების პირობითობა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატო-ში, დააზიანოს აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა. ასეთი შედეგით მხოლოდ კრემლი სარგებლობს“ , – აცხადებენ სენატორები. დოკუმენტს ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი , ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)