|
2021-07-28 23:02:05, 798 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზადაა
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის განხილვისთვის მზად არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრეგორი კარასინმა განუცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო TASS.RU ავრცელებს. „მზად ვართ ეს საკითხი (ავიამიმოსვლის განახლების პრობლემა) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საკითხი გადაწყდება“, - განაცხადა კარასინმა. ამასთან, მას გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდა. გრეგორი კარასინი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პირისპირი შეხვედრა სექტემბერ-ოქტომბერში შედგება, თუმცა მისივე თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ შეთანხმებული არ არის. „ყველაფერი პანდემიისგან გამომდინარეობს“, - აღნიშნა კარასინმა. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ მაისში შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)