20:14 - 09 Aug, 2026
|
2021-07-28 18:05:04, 559 ნახვა
პოლიტიკა
გრიგორი კარასინი- „მზად ვართ საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განვიხილოთ"
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, როგორც რუსული სააგენტო TASS-ის იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა. „მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა. კარასინის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს საკითხის განსახილველად უახლოეს თვეებში შეხვდება. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე - სექტემბერ-ოქტომბერში - პირადად შევხვდებით”, - განაცხადა კარასინმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)