|
2021-07-26 12:58:24, 910 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიის დასკვნით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, არჩევნები ჩატარდა კონკრეტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, დასკვნაში წერია, რომ არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვენილ გულგრილობასა და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. „საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან, დაფიქსირდა პანდემიური და სტრესული გარემოებებიდან გამომდინარე შეცდომები, რიგ შემთხვევაში გულგრილი დამოკიდებულება და კომპეტენციის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილ აღნიშნულ ხარვეზებს არსებითი გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)