|
2021-07-26 11:16:44, 752 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ახალი „ლოქდაუნი“ და შეზღუდვები არ იქნება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ახალ ჩაკეტვებს ვერ გაუძლებს, შესაბამისად, არც „ლოქდაუნი“ და არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მოსახლეობამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და დაუჯეროს არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, არამედ მეცნიერებას, „ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა. ეს არის მართვის გზა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტურად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოქდაუნი“ არც შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, ეს იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს, რომ უნდა ავიღოთ ვალი, რაც გახდება ჩვენი მოსახლეობის გადასახდელი. ამიტომ, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება არ მოგვიწიოს, უნდა გავიკეთოთ ვაქცინაცია. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა „ფეისბუქის“ საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)