|
2021-07-23 15:44:40, 892 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პროკურატურას მიმართა. როგორც ნიკა გვარამიამ პროკურატურის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თეა წულუკიანმა ჩაიდინა ორი დანაშაული - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და სხვისი ნივთის მითვისება. „ის, რაც წულუკიანმა გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა, ჟურალისტს მოპარა მიკროფონი, პირდაპირი მნიშვნელობით, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა, ერთის მხრივ ძარცხვა და მეორეს მხრივ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, ვისზეც მამაკაცმა დეპუტატმა პარლამენტში იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად, ქალმა იძალადა ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელშიც დაწერა და აღნიშნა, რომ მიკროფონს არ დააბრუნებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)