|
2021-07-21 15:02:09, 1423 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ, „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ
ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების’’ ლიდერმა ალეკო ელისასვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა შეჯერდეს თბილისის მეორობისა და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე, რათა ერთიანი ძალებით დაამარცხონ ,,ქართული ოცნება”. „ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ გაერთიანებებში და საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ უნდა გაეხეათ და ნუ იქნებონენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ზუსტად მაგას ვეუბნებოდით, მოლაპარაკებების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)