06:36 - 31 Jul, 2026
|
2021-07-19 22:44:50, 601 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები“ აგვისტოდან ამოქმედდება
ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლები" აგვისტოდან ამოქმედდება – ახალი დიზაინის სამარშრუტო ტაქსის ფოტოები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. იუსტიციის სახლის სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები წინასწარ შერჩეული მარშრუტებითა და რეგულარულობით იმ სოფლებს ჩააკითხავენ, რომლებიც დაშორებულია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს. ასეთი სოფლების მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე, სოფელშივე აიღოს და შეცვალოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მიიღოს მისთვის საჭირო სხვა მომსახურება. „მობილური იუსტიციის სახლების" პროექტი სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მოქალაქეების საჯარო სექტორთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)