|
2021-07-19 12:45:41, 1008 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე პირდაპირ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, ვლადიმერ ზელენსკი ხურჩაშიც ჩავა. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოფრინდა. მას აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და უკრაინაში საქართველოს ელჩი თემურ შარაშენიძე დახვდნენ. როგორც ცნობილია, ვლადიმერ ზელენსკი ბათუმის რიგით მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძებას ასევე დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)