07:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 20:09:23, 743 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში, სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა.

მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 41 873 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა,  მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები  5 მისამართზე დასრულდა, 7 მისამართზე კი მიმდინარეობს.

მოეწყო და რეაბილიტირდა 2 დასასვენებელი სივრცე, 3 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს.

 გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 11 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, ფიტნეს ზონები კი 6 მისამართზე ეწყობა.

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში გრუნტის დამჭერი კედლისა და კიბეების მოწყობა 8 მისამართზე განხორციელდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი, 71 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. 

მათ შორის: რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13  ლიფტს; წყალარინების ქსელი 15  მისამართზე შეიცვალა; სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია 23 მისამართზე დასრულდა;

გლდანის რაიონში 2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის ჯამში, 9 399 154 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics