|
2021-07-16 12:51:35, 485 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ მას გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ
მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლის თანახმად, მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებულ შეთანხმებას არღვევას, რაც ერთგვარი წინაპირობა იქნება სანქციების დაწესების. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, შეთანხმების მესამე ნაწილი სწორედ მართლმსაჯულებას ეხება, რომლის დარღვევის გამო „ქართული ოცნება“ სიურპრიზად სანქციებს მიიღებს. „მივმართავ ირაკლი კობახიძეს, შარლ მიშელის მესამე ნაწილი მართლმსაჯულებას ეხება. თქვენ გინდათ, რომ ეს ყოველთვის უკუღმართად წაიკითხოთ და ისე განმარტოთ, როგორც გჩვევიათ. დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ. პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური. დამერწმუნეთ, ამ შეთანხმების მთავარი ღირებულებაა, რომ ჩემი ხელმოწერაც არის, სხვა ოპოზიციური პარტიებისაც და რაც მთავარია, ამაზე ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს. თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, თქვენ ძალიან მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად – ახლა დაბრძანდით, თქვენს პოლიტსაბჭოსთან და მამარჩენალებთან ერთად და მოიფიქრეთ, როგორ აირიდებთ თქვენ პერსონალურ სანქციებს და როგორ აარიდებთ სახელმწიფოს. ამას თუ არ გააკეთებთ, ძალიან, ზე ძალიან მძიმე დღე გელოდებათ ამ ისტორიული დოკუმენტის დარარვევისთვის. სწორედ ამაშია შარლ მიშელის შეთანხმების ფასი. თუ შეთანხმებას გადაუვლით, შეთანხმების ინტერპრირებას დაიწყებთ, ძალიან ცუდი დღე დაგადგებათ. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მაკროფინანსურ დახმარებაზე იქნება წინაპირობები? – ეს არის 75 მილიონი ევროს მიღებაზე საუბარი. სახელმწიფო მდივნის სპიკერმა განაცხადა, რომ სანქციებზე წინასწარ არ ვლაპარაკობთ, პირდაპირ სიურპრიზად გამოგიცხადებთო? სენატის რეზოლუციაში არის მითითებული, რომ თუ შეთანხმება დაირღვევა, მაშინ ამერიკიდან ფინანსურ დახმარებას საქართველო ვერ მიიღებს? ესეც არ ეყოფათ, პირდაპირ პერსონალურ სანქციებზე გადავლენ. ოპოზიციიდან ვიღაცეები რომ გვინტკიცებენ, დოკუმენტს ხელი რატომ მოაწერეთო, იცით, რატომ მოვაწერეთ ხელი? – ბლინკენს ეს განცხადება რომ გაეკეთებინა და ევროკავშირს ეთქვა, მაკროფინანსურ დახმარებაზე სანქციებს გავაკეთებთო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)