|
2021-07-15 18:35:18, 1142 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კაკაურიძე რომან გოცირიძეს - დამატებული თანხების 50%-ზე მეტი ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება, რომელ საარჩევნო პროგრამებზე საუბრობთ?
დამატებული თანხების 50%-ზე მეტი ჯანდაცვის მიმართულებით იხარჯება, რომელ საარჩევნო პროგრამებზე საუბრობთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას დეპუტატ რომან გოცირიძის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ. მისი განცხადებით, გასული წლის ბოლოს, ბიუჯეტის მიღების დროს, ძალიან ძნელი იყო ამგვარი ხარჯების წინასწარ განსაზღვრა. „ბატონმა რომანმა თავის გამოსვლაში თქვა: „შეინახეთ ფული და საარჩევნოდ ახლა გეგმავთ დახარჯვასო". დამეთანხმებით, გაცილებით მარტივი იქნებოდა ეს ფული წინასწარ გვცოდნოდა და მაშინ თავიდანვე ჩავდებთ საარჩევნო პროგრამებში... სწორედ იმიტომ, რომ რესურსი არ ვიცოდით და ძალიან ძნელი იყო ასეთი ხარკების განსაზღვრა წინასწარ, ვერ ხერხდებოდა ბიუჯეტში ამ რესურსების დაგეგმვა. ეს რესურსები არა საარჩევნო პროგრამებზე მიდის, არამედ დამატებითი თანხების 50%-ზე მეტს მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულებით ვხარჯავთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე ისაუბრა პრივატიზაციიდან დამატებით მისაღებ 200 მლნ ლარზე. „დაისვა კითხვა - რატომ არ ვიცოდით, რომ პრივატიზაციიდან მისაღებ შემოსავალს დამატებით 200 მლნ ლარით გაზრდიდითო. ხომ აბსურდია, გასული წლის ნოემბერში გვესაუბრა პრივატიზაციის ასეთ გეგმაზე? შევხედოთ 2018 და 2019 წლებს. 200 მლნ ლარის ფარგლებში იყო პრივატიზაცია მუდამ. წელს ვიძახით რომ 480 მლნ ლარის პრივატიზაცია უნდა გვქონდეს და თქვენ გვეუბნებით - როგორ არ იცოდით ეს წინასწარო. ჯერ კიდევ წლის პირველ კვარტალში გამოტანილი აუქციონები იშლებოდა, იმიტომ, რომ გაურკვევლობა იყო ეკონომიკაში. ასეთ დროს არავინ არ დებს ფულს აქტივების შეძენაში, პირიქით, ყველა ცდილობს რისკიანი აქტივები მოიშოროს. ბატონ რომანს თუ შეუძლია ამაზე მეტი პრივატიზაცია განახორციელოს და 500 მლნ ლარის კი არა მილიარდის პრივატიზაცია გააკეთოს, ყველას გაგვიხარდება, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური, არ არის მარტივი შესასრულებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო ყველაფერს გააკეთებენ რომ ეს გაზრდილი მაჩვენებლები შესრულდეს", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. მან ასევე განმარტა სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის" დივიდენდის საკითხი. „სახელმწიფო ელექტროსისტემის შემთხვევაში სესხის დაფარვა, რაც გრაფიკითაა გაწერილი, რა თქმა უნდა, გაწერილი იყო ბიუჯეტში, მაგრამ ის, რომ კომპანია წინმსწრებით დაფარავდა ვალდებულებებს არ გვქონდა გათვალისწინებული და ის, რომ საწარმოს წინმსწრებით შეუძლია თანხის დაფარვა მეტყველებს ამ კომპანიის გაჯანსაღებაზე, რადგან მას შეუძლია თანხების მოზიდვა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებების წინმსწრებად დაფარვა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)