08:47 - 31 Jul, 2026
|
2021-07-12 19:44:52, 960 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ამასთან, მათი მოთხოვნაა დაუყონებლივ დააკავონ და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ მოძალადეები, რომლებიც 5 ივლისს „ტვ პირველის“ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ წუთებში მედიის წარმომადგენლები პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)