|
2021-07-12 13:37:31, 948 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - ვისაც ძალადობის დანერგვა, არასტაბილურობის შექმნა სურს, კრემლის საქმეს აკეთებს
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. კელი დეგნანმა 5 ივლისს განვითარებულ ძალადობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხი, ვისაც ძალადობის დანერგვა და არასტაბილურობის შექმნა სურთ, კრემლის საქმის კეთებით არიან დაკავებულნი, რათა გამოიწვიონ არასტაბილურობა ქვეყანაში. „მინდა აღვნიშნო, რამდენად დამწუხრებულები ვართ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. .ეს ნამდვილი ტრაგედია იყო და შოკისმომგვრელი ყველასთვის. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს, კოლეგებს და თქვენ, ჟურნალისტებს, ვინც მუშაობდით მასთან ერთად. ძალადობა ნებისმიერი ფორმით მიუღებელია, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც ის მიზნად ისახავს ადამიანებისთვის ხელის შეშლას, იქნება ეს პრესის თავისუფლება, შეკრეისა და ღირსების მარშის გამართვა ქუჩებში, არსებობს ვალდებულება მოქალაქეების დასაცავად და ვალდებულება, აღიკვეთოს ძალადობა. ყველამ იცის, ვინ აფინანსებს კრემლის ამ ტიპის დეზინფორმაციებს. ხალხი, ვისაც ძალადობის დანერგვა და არასტაბილურობის შექმნა სურთ, კრემლის საქმის კეთებით არიან დაკავებული, რათა გამოიწვიონ უთანხმოება და არასტაბილურობა ქვეყანაში. ვფიქრობ, ქართველები გონიერები არიან და მიხვდებიან, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ იხდის ფულს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)