|
2021-07-11 13:26:35, 472 ნახვა
პოლიტიკა
SJC: ეს ტრაგედია აჩვენებს 5-6 ივლისის ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების უპასუხისმგებლობას
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. ცენტრი გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს და მხარდაჭერას უცხადებს. ორგანიზაცია 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის აკისტრებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ოჯახის წევრების და საზოგადოების ნდობის დაცვით ჩატარდება. "მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას, რომელმაც არა მხოლოდ არ უზრუნველყო საკმარისი საპოლიციო რესურსების და სტრატეგიების გამოყენება აქციაზე მასშტაბური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, არამედ პოლიტიკური განცხადებებით წაახალისა და დაუშვა კიდეც ეს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე." - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის მიმდინარე გამოძიების პროცესი არაეფექტიანი ჩანს და ძალადობრივი აქციის ლიდერები თავისუფლად აგრძელებენ საინფორმაციო არხებით ძალდობრივ და აგრესიულ რიტორიკას. "ამ დრომდე არაეფექტიანი ჩანს მიმდინარე გამოძიების პროცესიც, რომელიც ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებს და არაფერს აკეთებს ძალადობის ორგანიზების და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვისთვის. ძალადობრივი აქციის ლიდერები, რომელთა ორგანიზებით თავს დაესხნენ მედიის 52 თანამშრომელს და კიდევ რამდენიმე მოქალაქეს, ამ დრომდე თავისუფლად აგრძელებენ მათი საინფორმაციო არხებით ძალადობრივ და აგრესიულ რიტორიკას. აქციიდან 5 დღის შემდეგ, გამოძიების ეს დინამიკა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ეს უმძიმესი და ტრაგიკული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც ჰუმანიზმის და სოციალური მსახურების იდეით უნდა მუშაობდეს და ღვაწლს სწევდეს, მოძალადე ჯგუფების მხარეს დგას და 2013 წლის 17 მაისის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორად მოგვევლინა." - ნათვამია განცხადებაში ორგანიზაცია ლექსო ლაშქარავას საქმის ეფექტიან და გამჭვირვალე გამოძიებას, 5-6 ივლისის მოვლენების სრულყოფილ გამოძებას და პარლამენტის მიერ 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლის დაწყებას ითხოვს:
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)