|
2021-07-09 17:39:04, 1455 ნახვა
ეკონომიკა
ლონდონში, „თიბისის“ მხარდაჭერით, საცხობების ქსელი „ანტრე" გაიხსნა
საცხობების ქსელი „ანტრე", „თიბისის“ მხარდაჭერით, ლონდონშია. ქსელის პირველი კაფე ბრიტანეთში, ნოთინგ ჰილ გეითის #138 -ში გაიხსნა. „ანტრე ლონდონი" ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. „ანტრეს" ჯგუფმა ლონდონის პროექტის განვითარებაში 1.3 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ბრიტანულ ბაზარზე "ანტრეში" ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე კეთდება. „ანტრე ლონდონი „Tbilisi Bakery"-ს სახელით წარვადგინეთ და ლოგოტიპში უნიკალური ქართული დამწერლობა გამოვაჩინეთ. ჩვენ გვჯერა ქართული სამზარეულოსა და მისი შესაძლებლობების, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. „ანტრე ლონდონში" ქართული კულინარიული ნაწარმია წარმოდგენილი. ძირითადი ასორტიმენტი მზა მდგომარეობაში, დახლიდან იყიდება, რაც მომხმარებლის დროს მნიშვნელოვნად ზოგავს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ დღევანდელ დინამიურ სამყაროში, დრო და სიახლე ყველაზე დიდი ფუფუნებაა. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ „ანტრეს" მსგავს კონცეფციებშია", - ნუცა ფიჩხაია, „ანტრე ლონდონის" რეგიონული მენეჯერი. „ანტრესთან 2011 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საცხობის ქსელი ჯერ - აზერბაიჯანის, ახლა კი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავიდა წარმატებით. HORECA სექტორი თიბისისთვის ყოველთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, თუმცა გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, მაშინ, როდესაც კრიზისი ყველაზე მეტად ამ სექტორს შეეხო, ჩვენ განსაკუთრებით გავაძლიერეთ მხარადჭერა ამ სფეროს მიმართ და ამ მიმართულებით, არც ერთი მიმდინარე თუ ახალი პროექტის დაფინანსება არ შეგვიწყვეტია. სწორედ ამ წარმატებული პარტნიორობის ნათელი მაგალითია პანდემიის პერიოდში „ანტრეს" გამოჩენა ისეთ კონკურენტულ და დიდ ბაზარზე, როგორიც ლონდონია. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ჩვენთვის საამაყოა ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს გააცნობს", - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორატიული ბიზნესის უფროსი.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)