01:27 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 15:03:47, 792 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვერანაირი ვანდალიზმი ვერ შეაჩერებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში

„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა“, - ამ განცხადებით დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

მისვე თქმით, ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს.

„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ვართ ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ დაგმო ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობა.

„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, წინააღმდეგი იქნება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics